გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს შეხვდა

2-09-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ნორვეგიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენს შეხვდა.


ელჩმა ქართულ მხარეს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ნორვეგიის მოქალაქეების  ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ჰელენ სანდ ანდრესენმა საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031