გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მეუფე თეოდორეს ინიციატივით და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი

11-09-2021

მეუფე თეოდორესთან ერთად, დავათვალიერეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრის, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს" და მეუფე თეოდორეს მადლობა გადაუხადა.

„ამ ტაძრის აღდგენა, სწორედ მეუფე თეოდორეს ინიციატივით დაიწყო.  მე მინდა მეუფეს მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის და მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ფონდ ქართუს", რომელიც უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს ამ სამუშაოებს და ძალიან მალე დასრულდება", - აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031