გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ №64 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

2-10-2021

დედაქალაქის მერმა და, ასევე, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის უბანზე შვილთან ერთად მივიდა.


როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა სტაბილურობას და ქალაქის განვითარებას.


„მე ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031