გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ხოვლეში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

18-10-2021

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა “გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ ხოვლეში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანისდა საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.


სოფელში, რომელშიც 900 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა ანთებულია -გამრიცხველიანება კი ეტაპობრივად უბნების მიხედვით გრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.


დღეისათვის მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ 10 სოფელია დარჩენილი. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იმედია სამუშაოებს მალე დაიწყებს და მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031