გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბულგარელი მოგზაური ჟურნალისტი: ქვეყნის პოპულარიზაცია საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ

20-10-2021

პოპულარულმა ბულგარულმა ტელეკომპანიამ „Bulgaria ON AIR“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11 წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ. მისი თქმით ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.


„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები, მე გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა.“-აცხადებს ვლადინა ცეკოვა.


ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს. პრეს-ტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალ რეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31