გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21-10-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან.


შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე, პრობლემებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930