გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება

2-11-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 2 100 000 ლარია.


გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის – აკეთის, აცანის, მამათის, ნიგოითის, შუხუთის, ჩიბათის, სუფსის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.


სოფელ აკეთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ხელაძესა და წარმომადგენელ მანუჩარ ღლონტთან ერთად დაათვალიერა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031