გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერმა სოფელ ნინოშვილში, 103 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

6-11-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე სოფელ ნინოშვილში, 103 წლის ქალბატონ შურა გოგუაძეს ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს.


შურა ბებოს, რომელსაც დღეს 103 წელი შეუსრულდა, 20-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს. მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს საჩუქრებისა და მილოცვისათვის.


შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1000 (ათასი) ლარი დაერიცხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031