გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლმა საქართველოში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა

30-11-2021

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მრევლმა, რომლის მოძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილია, საქართველოში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.


ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მრევლის მიერ სამშობლოში საქველმოქმედო აქციების გამართვა უკვე ტრადიციად იქცა, რომელიც დაახლოებით 10 წელია, მუდმივად ხორციელდება.


ამჯერად, მრევლის მიერ გაღებული შემოწირულობებით საქართველოში, ასოციაცია "კათარზისის" 100 მოხუც, მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციარს პირველად საჭიროების სურსათით გაეწია დახმარება.


გარდა მზრუნველობას მოკლებული მოხუცებისა, ნიუ - იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის საქველმოქმედო ღონისძიებამ კიდევ რამდენიმე ეკონომიკურ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარება მოიცვა.


ტაძრის მოძღვარის, მამა ალექსანდრე თანდილაშვილის კურთხევით და ორგანიზებით, არა მხოლოდ საქველმოქმედო, არამედ ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები იმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031