გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექიმმა ნიკა კაჭარავამ, სოფელ ბოლნისის მოსახლეობასთან ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

9-12-2021

გაეროს განვითარების პროგრამისა( UNDP Georgia) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საერთო ინიციატივის ფარგლებში, სოფელ ბოლნისსა და მამხუტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო.


საინფორმაციო შეხვედრებზე რეანიმატოლოგ- ანესთეზიოლოგმა ნიკა კაჭარავამ მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ დასმულ კითხვებს უპასუხა და მოსახლეობას სამ ენაზე, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დაურიგა.


შეხვედრის შემდგომ, ექიმმა ნიკა კაჭარავამ, ვაქცინაციის მსურველები „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ფირმის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა.

საინფორმაციო სახის შეხვედრა სოფელ მამხუტშიც გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930