გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის სამ მუნიციპალიტეტში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

9-06-2018

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის სამ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.


კონკრეტულად, დღის მეორე ნახევარში, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 16:30 საათიდან საღამოს 17:45 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 70 ერთეულამდე რაკეტა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031