გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთში ხინოწმინდის ტაძრის რესტავრაცია იწყება

28-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხინოწმინდის ტაძრის რესტავრაცია დააანონსა.


„იცით, რომ რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით, რომ მოხდეს ქობულეთში ხინოწმინდის პროექტის რეკონსტრუქცია. ეს პროექტი შეთანხმებულია და ჩვენ მომავალი წლიდან დავიწყებთ ამ ისტორიული კომპლექსის აღდგენას და რესტავრაციას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.


ტაძრის აღდგენისთვის 300 ათასი ლარი დაიხარჯება. საქართველოს ეროვნული სააგენტოს საბჭოს მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციების თანახმად, შესაბამისი პროცედურები 2022 წლის დასაწყისში დაიწყება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031