გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15-01-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა ვრცლად ისაუბრა კოვიდპანდემიაზე. ამავე დროს, უპახუსა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სადღესასწაულო დღეებში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა.


ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წამახალისებებლი კამპანიის ფარგლებში გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.


მათ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ჩაერიცხება.საინფორმაციო შეხვედრას ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930