გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

14-06-2018

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე მეორე პირმაც. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გადის.


როგორც საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31