გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

15-02-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ.


ეტლები ბენეფიციარებს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ იოსებ რობაქიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს და სხვა საჭიროებებზე გაესაუბრნენ.


მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 13 პირის ეტლით უზუნველყოფა, საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერითა და თანადგომით განხორციელდა, რომელთანაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია წლებია თანამშრომლობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031