გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

15-06-2018

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა განაცხადა, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი თანასოფლელმა მოკლა. 
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. 
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. 


ipn

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31