გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

24-02-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.   ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით,  ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით.
 
იგორ დოლჰოვმა პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930