2-03-2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 840 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 616 159-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 19.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 24.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 19.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 692 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 517 856-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 231 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი - 256, გურია - 153, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 296, კახეთი - 390, მცხეთა-მთიანეთი - 94, სამცხე-ჯავახეთი - 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1390, აჭარაში - 366, იმერეთში - 635. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 772 პირი, მათ შორის, თბილისში - 337, აჭარაში - 105, იმერეთში - 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 28, იმერეთში - 18. 78 622 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
13-05-2026
| « ივნისი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||