გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო

7-03-2022

საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში   მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს  ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge. 

 

რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

 

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება. თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.


საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი შეუძლია ყველა მსურველს რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 

 

დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031