გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოზარდებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა სკოლაში შესაბამისი ღონისძიება განხორციელდა

15-03-2022

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ დღეს საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა სკოლაში შესაბამისი ღონისძიება განახორციელა:


ჩატარდა სკოლების სრული დეზინფექცია, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.


საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში კვლავ ძალაშია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები: პირბადეების ტარების წესი, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო წლის ბოლომდე უზრუნველყოფილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031