გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა

31-03-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები.


განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება.


უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031