გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

21-06-2018

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში 35-წლამდე ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.


როგორც ,,პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.


უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31