გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00-დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი)ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.


ავტომობილთა ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ასევე, 27 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით, ღამის 01:00–დან დილის 07:00-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031