გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი ბანკმა რებრენდინგი დაიწყო

26-06-2018

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესისთვის" გახდა ცნობილი, ლიბერთი ბანკის ახალ კორპორატიულ სტილზე წამყვანმა ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს.


ლოგოსა და სახელწოდებაშიც „ლიბერთი ბანკი“ გამარტივდა და დარჩა მხოლოდ სიტყვა „ლიბერთი“.


ლოგო მარტივი, უშუალო, კრეატიული და თანამედროვეა. „ბ“ ასო განსაკუთრებით უსვამს ხაზს ახალ კონცეფციას - სიმარტივეს, გახსნილობას და თავისუფლებას.

ახალი ვიზუალური სტილი ბანკმა 25 ივნისს სოციალურ ქსელებში ვიდეოთი გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო ერთგვარი ანონსია რებრენდინგის, რომელიც ლოგოთი დაიწყო და სამომავლოდ ყველაფერს მოიცავს - სერვის ცენტრებს, ციფრულ არხებსა და პროდუქტებს."

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930