გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

26-05-2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში  სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.


ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ვაჟა თოდუას საფლავზე ბიუსტი გახსეს, სადაც გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მირიანმა გადაიხადა.


26 მაისი დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული ( მარათონი, ჭადრაკი, ბაგირის გადაძალვა, მკლავჭიდი)  ღონისძიებით.  


გამოვლინდა და დაჯილდოვდა გამარჯვებულები.  


მოეწყო  მხატვარ ხათუნა ხუბულავას პერსონალური  გამოფენა.საღამოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.


ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930