გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2-06-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.


ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლანჩხუთში დილიდან დაიწყო. აღსანიშნვია, რომ პირველ ივნისს საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღეც აღინიშნება. სადღესასწაულო წირვა სოფელ ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.


ღონისძიება გაიმართა ჩოჩხათისა (გულიანის კორპუსი) და ქალაქის მესამე საჯარო სკოლებში. შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ლესის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და დღის ცენტრ ,,იავნანას" ესტუმრნენ.


ქალაქის ცენტრში კი საზეიმოდ მორთულ სკვერში პატარებს თოჯინების თეატრმა უმასპინძლა, შემდეგ კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებებს ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930