გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურსაფარიანი მოედანი შენდება

22-06-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.


მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „მშენებელი XXI „ ახორციელებს.თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი აღიჭურვება საფეხბურთო კარებითა და საკალათბურთო ფარებით, მოეწყობა გარე განათება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84 492 ლარია.


მუნიციპალიტეტისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია, ამით ხელი ეწყობა სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031