გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე დასაწინაურებლად

29-06-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


პრემიერ-მინისტრის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. 


"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი,"-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში". 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930