გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კასპში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

2-07-2018

კასპის სამედიცინო ცენტრ „მედალფაში” მშობიარე ქალი გარდაიცვალა.


გარდაცვლილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეაში მცხოვრები 31წლის ქალია. ექიმების განცხადებით, ახალშობილი გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ქალის პირველი მშობიარობა იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


კასპის საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.

გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31