გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

6-07-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP-T) შენარჩუნებისა და მზადყოფნის ფაზების გავლის შემდეგ, ოთხკვირიანი პროგრამა დაასრულა. პროგრამა სამი ეტაპისაგან შედგებოდა და სამეთაურო საშტაბო სწავლებას (CPX), საველე სწავლებასა (FTX) და საბრძოლო სროლებს მოიცავდა (LFX). 


საჩვენებელ სწავლებაზე 23-ე ქვეითმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის მობრუნების, აღკვეთისა და ობიექტზე რეიდის ჩატარების ოპერაციები განახორციელა. საჩვენებელ სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო. 


სამხედრო წვრთნები მიზნად ისახავდა 23-ე ქვეითი ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ინსტრუქტორებისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის დამკვირვებლების შეფასებით, 23-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნებისა და შეფასების პროგრამა წარმატებით გაიარა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031