გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა დავითაშვილი: მიშა, დებილი ხარ!

2-07-2018

ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ერთი დანაშაულის დაფარვისას მეორე აღიარა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ბევრი სისულელე აქვს ჩადენილი.
ამის შესახებ დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ თოქ-შოუში „პირისპირ“ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონმა სააკაშვილმა თქვა, რატომ უნდა გამემხილა გინდაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმა მომემზადებინა, რა დებილი ხომ არ ვარო. მინდა ვუთხრა - მიშა შენთვის დიდი მოულოდნელობით, მაგრამ დებილი ხარ! და არაერთხელ ჩაგიდენია სიდებილე. და გეტყვი თუნდაც ამ შენი გამოსვლის დროს ჩაიდინე სიდებილე, ერთი დანაშაულის დაფარვის დროს, მეორე დანაშაული აღიარე. ის, რომ უკანონო ჩანაწერებს აწარმოებდი. დებილი ხარ აბა რა ხარ. და ამიტომ რაციონალური არგუმენტი, რომ დებილი ხომ არ ვარ და სისულელეს ხომ არ ჩავიდენდი - შენზე არ ვრცელდება, იმიტომ რომ უამრავი სისულელე გაქვს ჩადენილი და 7 ნოემბერი ერთი დიდი სისულელე იყო.“- განაცხადა დავითაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930