გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ამგვარი ქმედებები არის პირდაპირი და თავხედური ზეწოლა დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო სისტემაზე

15-07-2022

„დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხტომებს ვერავისგან მოითმენს! გვეყო რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

 

“დაუჯერებელია და გამაოგნებელია "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი ევროპარლამენტარ გალერისა და აშშ-ის საელჩოს უსაქციელო კადნიერება ჩაერიონ საქართველოს მართლმსაჯულებაში. ამგვარი ქმედებები არის პირდაპირი და თავხედური ზეწოლა დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო სისტემაზე, კანონის უზენაესობაზე. კარგია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ საჯაროდ თქვა ის შოკისმომგვრელი მანკიერება, რაც მის გარშემო დაატრიალა აშშ-ის საელჩომ.

დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო ნეოკოლონიალურ გამოხტომებს ვერავისგან მოითმენს! გვეყო რაც საბჭოთა რეჟიმის დროს ვიწვნიეთ!”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031