გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება" გვირგვინებით შეამკო

20-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს "ხალხის მეხსიერებაში" იმყოფებოდა. 


მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას, გეოკტეპეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო. 


პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31