გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია

7-07-2018

Bavaria-ს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქვემო ქართლი უმასპინძლებს. რუხისა და ქუთაისის შემდეგ, რიგით მესამე ფესტივალი, 8 ივლისს რუსთავში, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სადაც სიურპრიზის სახით Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობის საგზური გათამაშდება.


Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მისული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს, რადგანაც ცივ და ქაფქაფა ლუდთან ერთად, მის განწყობაზე ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს.


სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება.
„სს "ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან თანამშრომლობას ფესტივალებით აღნიშნავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს აუცილებლად უნდა დაესწრო Bavaria-ს ლუდის ფესტივალს. მითუმეტეს, ჩვენ Bavaria-სთან ერთად ჰოლანდიაში მოგზაურობის შანსს გაძლევთ“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.


Bavaria-ს ლუდის ფესტივალი, რუსთავში 8 ივლისს 17:00 საათიდან დაიწყება და მასზე დასწრებისა და გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.


Bavaria-ს რიგით მეოთხე ფესტივალი კი თელავში, 22 ივლისს გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930