გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა

28-08-2022

ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში  დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო  სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდზე  წარმოდგენილი იყო  ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანიის სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლი, მათ შორის ჯარას თაფლი.


მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

APIMONDIA 2022 24 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930