გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

15-09-2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება კოდისწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგიურ კოლექტივს მიულოცეს.
სრული ინფრასტრუქტურით მოწყობილი სკოლა 2 წლის წინ აშენდა, რომელშიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოთხი სოფლის ბავშვები სწავლობენ.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც. ვახტანგ მაისურაძე, მოადგილე ზურაბ კოპაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ და პატარები მოინახულეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31