გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს

10-07-2018

თბილისში 17 წლის ბიჭი ბასრი საგნით დაჭრეს. ახალგაზრდა რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.  ექიმის თქმით, ჰოსპიტალში შემოყვანისას მოზარდის მდგომარეობა იყო მძიმე, აღენიშნებოდა შინაგანი სისხლდენა  და პაციენტს სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.

„მოზარდის მდგომარეობა იყო მძიმე, მახვილი საგნით, ცივი იარაღით ჰქონდა მუცლის  წინა კედელზე მიყენებული ჭრილობა.  პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება  ჩვენს დეპარტამენტში, 15:00 საათზე უკვე საოპერაციოში გადაიყვანეს,სადაც  ქირურგიული ჩარევა ამ დრომდე გრძელდება.“-განაცხადა ექიმმა.

როგორც საინფორმაციო პორტალ  NSP-ის შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს,  რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930