გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სვანეთში ტყეს ხანძარი გაუჩნდა

11-07-2018

ქვემო სვანეთში, სოფელ ზესხოსთან ახლოს ტყე იწვის.
ადგილზე ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება და ცეცხლის ლოკალიზებას ცოცხალი ძალით ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა მეხის ჩამოვარდნის შემდეგ მოხდა.

„წუხელ დაფიქსირდა ხანძრის კერა. იწვის ტყის ქვედა საფარი. 
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იქნა ტექნიკა. მდინარე ცხენისწყალზე მოვაწყეთ წყლის ასაღები ავზები, ამჯერად 80 მეხანძრე მაშველია შესული ტყეშო ცეცხლის ჩასაქრობად.
თუ საჭირო გახდა, ვერტფრენით დაიწყება ხანძრის ჩაქრობა“- განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30