გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია

20-09-2022

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია.


დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით - ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი.


აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება" და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31