30-09-2022
რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ გაისად, 2023-შიც საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტი, ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას.
კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი.
„ეს არის კონსერვატიული, ხაზგასმით მინდა ვთქვა, კონსერვატიული შეფასება და დაგეგმვა. 5%-იანი ზრდის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ თითქმის 80 მლრდ ლარს, მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 აშშ დოლარს უტოლდება. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მოცულობა იყო და მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს, მაშინ იყო 50 მლრდ ლარი მშპ და 2021-ში იყო 60 მლრდ. ანუ ჩვენ რაღაც სულ 2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი მშპ გამოდის თითქმის 7 500 აშშ დოლარი, 4 800 აშშ დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის, არც კი განმავლობაში,"- აღნიშნა პრემიერმა.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||