გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: მავნებლობა და უსამშობლობაა ის, რომ ჩრდილოეთის გარდა შიგნითაც გებრძვიან, შემთხვევით არ დაგვირქმევია ის სახელი, რომლის შემოტრიალებაც წარუმატებლად სცადეს

30-09-2022

როდესაც ხედავენ გარედან რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ურთულესია ამ გზაზე სვლა და აქ რომ ჩვენ ჩრდილოეთის გარდა შიგნით გვებრძვიან, ეს არის მავნებლობა და უსამშობლობა. ამიტომ ვეძახით ჩვენ რადიკალური ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს უსამშობლო ადამიანს, რომ როდესაც ხედავენ გარედან რა შემოტევაა, რა გზებით შემოტევაა, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ომთან მიმართებით, რა რისკების წინაშეა ქვეყანა და ამ დროს შიგნიდან კიდევ გებრძვიან, რაღაცეებს გაბრალებენ და პრაქტიკულად მტრის საქმეს აკეთებენ, ეს არის უსამშობლობა. შემთხვევით არ დაგვირქმევია ის სახელი, რომლის შემოტრიალებაც წარუმატებლად სცადეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930