გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდა

17-07-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურაში მივიდა.

სარალიძე იმ კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვს, რაც პროკურატურას 10 დღის წინ დაუსვა და მათ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის ვადა მისცა.

„რა კითხვებიც დავსვი 7 ივლისს, ზუსტად იმ კითხვებზე უნდა მივიღო პასუხები.

პირველ დეკემბერს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, იქ მონაწილე ბავშვებიდან არცერთის ტელეფონი არ იქნა ამოღებული, არცერთი სატელეფონო საუბრები არ იყო მოსმენაზე დასმული.

როგორც გავარკვიე, თურმე მე და ჩემი მეუღლე დაგვსვეს მოსმენაზე. ამაზეც მაქვს კითხვები, თუ  რა ბრალდებით იშუამდგომლეს მოსამართლესთან რომ მოსმენაზე დაგვსვეს“- განაცხადა სარალიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930