გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქარელში ავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

20-07-2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. 


პირველადი ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. ისინი დედა-შვილი არიან. ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


გარდაცვლილია 60 წელს გადაცილებული ქალი, შვილი კი, დაახლოებით 35 წლისაა.


წინასწარი ვერსიით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა.


როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930