გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბიუჯეტი იზრდება

23-12-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით გაიზარდა.


ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაძლიერებას.


ამისთვის, ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების/პროექტების განხილვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.


ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. მომავალ წელს ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს, რომლის ფარგლებშიც 7-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031