13-01-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
ყველაზემეტი - 3 881ფაქტი,უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი.ამავე პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 166, ქვემო ქართლში - 769, სამცხე-ჯავახეთში - 760ფაქტი.
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022წლის 1 იანვრიდან 31დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |