გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტი“იხსნება

24-07-2018

„საპარტნიორო ფონდის“  მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ გახსნა იგეგმება. ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის  გახსნის ცერემონია  „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების,  ბიზნეს სექტორის, ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

სასტუმრო ხვალ, 25 ივლისს, 12:30 სთ-ზე გაიხსნება.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930