გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

17-01-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა.


დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930