31-01-2023
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.
„აღსანიშნავია ის, რომ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები გაიზარდა დეკემბრის თვეში 18%-ზე მეტით, რამაც ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა საგადასახადო შემოსავლებზეც. მიმდინარე წელს, იანვარში, დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების 30%-იანი ზრდა. უკვე მეორე წლის განმავლობაში, საქართვლოში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასულ წელს, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ექსპორტის მნიშვნელოვანია ზრდა, რომელიც გაიზარდა 30%-ზე მეტად და ასევე, ტურიზმის აღდგენა, რომელმაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 7-8%-ით. ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები აისახება დასაქმების შედეგებზეც," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |