გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: ხეს გონივრული დაცვა ჭირდება

26-07-2018

ფინანსთა მინსიტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხე-ტყეს გონივრული დაცვა ჭირდება და სვანეთში მიმდინარე პროცესი სწორედ ამას ემსახურება.
მისივე თქმით, გასული ორი კვირის განმავლობაში უკანონო ჭრასთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხეს სჭირდება დაცვა, გონივრული. დღევანდელი დღეც მაგის დასტურია. ის, რაც ხორციელდება სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, ასევე არის ყალბი დოკუმენტაციით ხე-ტყის რეალიზაცია“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში, ჭუბერისა და ხაიშის თემში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის შემოწმების მიზნით შევიდნენ, სადაც სპეცრაზმსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930