გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: ქართულო მედიავ, სანამ ტომას ილვესის ყალბ გამონათქვამებს „სიხარულით“ გაავრცელებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან მეორე ფრონტის გახსნას

13-03-2023

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ტომას ილვესი ის ადამიანია, რომელიც პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან მეორე ფრონტის გახსნას და ომის დაწყებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

„ქართულო მედიავ, სანამ ტომას ილვესის ყალბ გამონათქვამებს დიდი „სიხარულით“ გაანიუსებთ და გაავრცელებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი, ვინც პირდაპირ ითხოვდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან მეორე ფრონტის გახსნას და ომის დაწყებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე!!!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031